თელავის აგრარული ბაზარი გაიხსნა

თელავის აგრარული ბაზარი დღეს გაიხსნა.

ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მკაცრად კონტროლდება ბაზარში არსებული ვითარება და დაწესებულება ყველა რეკომენდაციის დაცვით მუშაობს.

ბაზრის ტერიტორიაზე შემსვლელ მოქალაქეებს თერმოსკრინიგი უტარდებათ, მოვაჭრეებს კი პირბადეები და ხელთათმანები უკეთიათ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, არსებობს მცირე ხარვეზები, რომელთა გამოსწორება ბაზრის მუშაობის პარალელურადაც შესაძლებელია.

„გუშინ საღამოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად შევამოწმეთ თელავის აგრარული ბაზარი. ყველა ის ძირითადი მოთხოვნა, რომელიც არსებობდა, ამ ეტაპზე შესრულებულია. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეს დილის ცხრა საათიდან გაიხსნა ბაზარი. თუმცა არსებობს მცირე ხარვეზები, რომელთა გამოსწორება ბაზრის ფუნქციონირების პარალელურად შესაძლებელია. ასევე დაწესებულია მკაცრი რეგულაციები, მიმდინარეობს თერმო სკრინინგი, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ხელის დამუშავება, რიგის რეგულაცია, აუცილებელია პირბადით გადაადგილება. ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ“, – განაცხადა ნარეკლიშვილმა.

თელავის აგრარული ბაზარი 27 აპრილს გაიხსნა, თუმცა რამდენიმე საათში რეგულაციების დარღვევის გამო დაიხურა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 114 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა