თელავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გელა ალექსიძე „ოცნებას“ ტოვებს და გახარიას პარტიას უერთდება

თელავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გელა ალექსიძე „ქართული ოცნების“ გუნდს ტოვებს და გიორგი გახარიას პარტიას უერთდება.

„2008 წლიდან ვიყავი ოპოზიციაში ვებრძოდი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს. 2012 წლიდან გავხდი „ქართული ოცნების“ წევრი და აქტიური მხარდამჭერი. ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვუპირისპირდებოდი იმ ხელისუფლების მანკიერ მმართველობას, მაგრამ დღეს არსებული რეალობა, რაც ხდება “ქართულ ოცნებაში” ჩემთვის არის მიუღებელი. თელავში მათ რიგებს შეუერთდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ვებრძოდით 2008 წლიდან. ქვეყანას მართავენ იგივე მეთოდებით. აქედან გამომდინარე, ვტოვებ “ქართული ოცნების” გუნდს, ასევე თელავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციას და ვუერთდები გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის”, ვინაიდან სრულად ვიზიარებ ამ გუნდის ფასეულობებს – ღირსებით, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებლობასთან დაკავშირებით!“ – აცხადებს ალექსიძე.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ზურაბ ზვიადაურს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიამედია – „თალიბანი“ ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ მოქალაქეებს დაბრკოლებებს უქმნის