თელავი- ყვარლის გზაზე შეჯახება მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. გარდაცვლილია 35 წლამდე მამაკაცი, დაშავებულია მისი მამა და კიდევ ერთი მგზავრი.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი მერსედესის მარკის ავტომობილი და ფორდ ტრანზიტი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, მერსედესის მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

გარდაცვლილის ამოყვანაში სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა. დაშავებულები კი სასწრაფოს ბრიგადებმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – ოპოზიცია სულ მალე იჯდება პარლამენტში
შემდეგი სტატია“მნიშვნელოვანია, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონპროექტი უკვე დეკემბერში იყოს მიღებული”