თელავი- ყვარლის გზაზე კაცი გარდაცვლილი იპოვეს

თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველის ინფორმაციით, კაცს ავტომანქანა დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა.

გარდაცვლილს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილში აქვს მიყენებული. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

banner
წინა სტატიაშიბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია დღეს საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და მდივნებს აირჩევს
შემდეგი სტატიაროგორც მინიმუმ, ის შეცდომაშია შეყვანილი – მდინარაძე სახალხო დამცველის განცხადებაზე