„თელასი“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, „თელასი“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

კომპანიის ინფორმაციით, 14 აპრილიდან „თელასის“ მომსახურების ცენტრებში მომხმარებელთა მიღება დროებით შეჩერდება და კომპანიის მომხმარებლები სრულყოფილი დისტანციური მომსახურებით ისარგებლებენ.

„კომპანიის მომსახურების მიღება შესაძლებელია call-ცენტრის (2 77-99-99), კომპანიის ოფიციალური ფეისბუქგვერდისა და ვებგვერდის მეშვეობით. ნებისმიერი განცხადების გაგზავნა კომპანიაში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე telasi@telasi.ge. ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ონლაინ რეჟიმში განცხადების შევსება ახალ აბონენტად დარეგისტრირებისა და გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ.

სს „თელასის“ ყველა შესაბამისი სამსახური შეუფერხებლად მუშაობს თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში უკრაინის ელჩი – ჩვენ ვგრძნობთ და გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა
შემდეგი სტატია45 დღიანი სკოლის გაცდენა მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების საფუძველი იქნება