თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას times o fisrael-ი ავრცელებს.
ისრაელის მედიის ცნობით, ღაზას ჩრდილოეთით მდებარე რაიონებში განგაშის სიგნალი ჩაირთო. თელ-ავივის მიმართულებით, სულ მცირე 8 რაკეტა იქნა გასროლილი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ალ-ქასამის ბრიგადებმა აიღეს. საჰაერო იერიშის შედეგად დაშავდა სულ მცირე 3 ადამიანი.