თელ-ავივის ცენტრში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

თელ-ავივის ცენტრში სავარაუდოდ ორმა პალესტინელმა ცეცხლი გახსნა. გარდაცვლილია ოთხი და დაშავებულია 16 ადამიანი. ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ ისრაელის პოლიცია ავრცელებს. სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველების ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს, მეორე დაჭრილი და ჰოსპიტალიზებულია.

ინციდენტი ისრაელის სამხედრო შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს შენობების კომპლექსის მახლობლად მოხდა. თელ-ავივის ამ რაიონში ასევე მრავალი კაფე და რესტორანია განლაგებლი.

ერთ-ერთ კაფეს სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ კადრებში, რომლებიც ისრაელის ტელეკომპანიამ გაავრცელა, ჩანს როგორ ესვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი მამაკაცი კაფეში მყოფ ხალხს.

banner
წინა სტატიაში“რუსეთის გაღიზიანების მიზეზი ენერგოუსაფრთხოებაა და არა ის, შეუერთდება თუ არა 3,5-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანა ნატო-ს”
შემდეგი სტატია“ეს იყო პოლიტიკური სპეკულაციები” – პრემიერი გიორგი კანდელაკს პასუხობს