თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით “ჯორჯიან ეარვეისის” რეისი გაუქმდა

ისრაელში მყოფი საქართველოს ასობით მოქალაქე კვლავ ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. გაუქმებულია “საქართველოს ავიახაზებისა” და “ისრაელის ავიახაზების” რეისები.

აეროპორტში აცხადებენ, რომ თელავივიდან გამოფრენილი რეისი დღეს თბილისში 13:15 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა რეისი გაუქმდა. მიზეზი უცნობია. “ჯორჯიან ეარვეისში” სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

გარდა ამისა, დღეს საღამოსვე ჩანიშნულია ავიარეისი თბილისიდან ისრაელის მიმართულებით, რომელიც ჯერჯერობით გაუქმებული არ არის.

banner
წინა სტატიაშიჩინეთი ისრაელში ჩინეთის მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ვნახეთ, თითქოს ოპოზიციას რაღაც შეთქმულება აქვს დაგეგმილი, შეასრულონ ცხრა რეკომენდაცია და არეულობის გეგმა ჩაგვიშალონ