9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

თეირანში, იმ მოედანზე, სადაც დემონსტრაცია უნდა გამართულიყო, აფეთქება მოხდა

ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ თეირანის ცენტრში ძლიერი აფეთქებები იგრძნობოდა.

ინფორმაციისთვის, დღეს თეირანში „ყუდსის ძალების“ მხარდამჭერთა დემონსტრაცია უნდა გამართულიყო, სადაც, სავარაუდოდ, ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი და ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მთავარი მრჩეველი ალი ლარიჯანი უნდა გამოსულიყო.

ირანი ყუდსის დღეს აღნიშნავს ისლამური წმინდა თვის, რამადანის ბოლო პარასკევს. ეს ღონისძიება 1979 წელს დააარსა ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებელმა, აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ, პალესტინის საქმის მხარდაჭერისა და ისრაელის წინააღმდეგობის დემონსტრირების ნიშნად.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ადრე ევაკუაციის გაფრთხილება გაავრცელეს იმ ტერიტორიისთვის, სადაც აქციის ჩატარება იმართებოდა.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში “ჯაშუშობის” ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაილია ინჯია: საქართველოს სუვერენიტეტი არ იყიდება