26.2 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

თეირანში ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს – შეკრებილები “შურისძიებას” სკანდირებენ

Iran International-ის ინფორმაციით, თეირანში ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. დედაქალაქის მოსალას სალოცავ დარბაზთან ათასობით ირანელია შეკრებილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ცერემონიაზე შეკრებილი ხალხი ერთხმად სკანდირებს: „შურისძიება, შურისძიება“, ასევე ისმის ტრადიციული შეძახილები — „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“. შეკრებილთა ნაწილს ხელში უჭირავს პოსტერები წარწერით: „ტრამპ, მკვლელო. ჩვენ მოგკლავთ“. აღსანიშნავია, რომ გუშინ გამართულ გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ხამენეის ვაჟი და ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი არ დასწრებია.

გავრცელებული გრაფიკის მიხედვით, ყოფილი უზენაესი ლიდერის ცხედარი თეირანში, მოსალას სალოცავ დარბაზში ორშაბათამდე დარჩება. სამშაბათს მას ყუმში გადაასვენებენ, ოთხშაბათს — ერაყში, ხოლო 9 ივლისს აიათოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშირატომ დასჭირდა გამოძიებას 9 თვე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილის დასაკავებლად? – პროკურორის განმარტება
შემდეგი სტატიაეკა კუპატაძე: მალანია არის პიროვნება, ვინც სხვისი ხელით მოკლა გიგა – პროკურატურამ მისი სახელი ჩემგან გაიგო