27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

თეირანის მეტროპოლიტენის ცნობით, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიის დროს მგზავრთა ნაკადი მკვეთრად გაიზარდა

ირანის სახელმწიფო სააგენტო Fars-ის ინფორმაციით, თეირანის მეტროპოლიტენის ოპერატორმა კომპანიამ განაცხადა, რომ ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ღონისძიებების მეორე დღეს, ღამის განმავლობაში, 1.3-მა მილიონმა მგზავრმა მეტროთი 3 მილიონზე მეტი მგზავრობა განახორციელა.

უწყების მონაცემებით, შუაღამიდან დილის 09:00 საათამდე ზუსტად 1 308 445-მა მგზავრმა ისარგებლა ტრანსპორტით. ამასთან, დაკრძალვის პირველ დღეს, შაბათს, მეტროში 6 მილიონზე მეტი მგზავრობა დაფიქსირდა. ჩვეულებრივ დღეებში თეირანის მეტროს დღე-ღამური მგზავრთნაკადი, არსებული შეფასებებით, დაახლოებით 2 მილიონს შეადგენს. აღნიშნული მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ხამენეის გამოსამშვიდობებელ ცერემონიებში მონაწილეობას, ჯამში, დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა არაბეთის ზღვაში დაკარგული სამხედროს სამძებრო ოპერაცია შეაჩერა
შემდეგი სტატიაკატარმა და ირანმა პორტებს შორის საზღვაო სავაჭრო მიმოსვლის აღდგენა გამოაცხადეს