თეირანი პოლონეთს “ანტიირანული კონფერენციის” გამო ემუქრება

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 14, 2019 19:08

თეირანი პოლონეთს “ანტიირანული კონფერენციის” გამო ემუქრება

ირანი პოლონეთზე ზეწოლას აძლიერებს ვარშავაში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის გამო, რომლის თემაა ახლო აღმოსავლეთის მომავალი და აღნიშნულ რეგიონში უსაფრთხოების პოლიტიკა. კვირას, 13 იანვარს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზაფირმა ღონისძიებას, რომელიც 13 და 14 თებერვალს არის დაგეგმილი, “პოლიტიკური აშლილობის გამომხატველი ცირკი” უწოდა.
“ეს კონფერენცია აშშ-ს მტრული ინიციატივაა, რომელიც ირანის წინააღმდეგ არის მიმართული, და თეირანი ელოდება, რომ პოლონეთი მასზე უარს იტყვის” – განაცხადა ირანელმა მინისტრმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანი, ისტორიულად ჩამოყალიბებული კარგი დიპლომატიური ურთიერთობის მიუხედავად, პოლონეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს.
ღონისძიების ორგანიზატორი პოლონეთთან ერთად შეერთებული შტატებია.
პოლონელი ექსპერტების თქმით, ვარშავა ღონისძიებია ადგილად იმიტომ აირჩიეს, რომ აქ ნაკლებად სავარაუდოა ტრამპის წინააღმდეგ მიმართული სატროტესტო აქციების ჩატარება – “დოიჩე ველე” წერს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 14, 2019 19:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,434
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics