თეირანი და თბილისი გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ტერანი-გაზითეირანი და თბილისი 200 კუბომეტრი გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ ამისათვის საქართველომ სომხეთისგან უნდა აიღოს ნებართვა, ამბობს ირანის გაზის ექსპორტის ეროვნული კომპანიის წარმომადგენელი ალირეზა კამელი – წერს რუსული მედია, რომლის ცნობითაც მოლაპარაკებები დღეს გაიმართა.
კამელის თქმით, საქართველოსთვის ირანიდან გაზის მიწოდება ირანის მომავალი წლიდან (21 მარტიდან) დაიწყება – განაცხადა ირანელმა ჩინოვნიკმა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კამელსა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს შორის ხელშეკრულებას ხელი 7 თვით მოეწერება.
“თუკი შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილება დადასტურდება, მომავალში გრძელვადიან კონტრაქტზე ვიფიქრებთ” – განაცხადა კამელმა.
მიმდინარე მომენტში საქართველო გაზის საჭირო რაოდენობის 88%-ს აზერბაიჯანიდან იღებს, 12%-ს კი რუსეთიდან.

banner
წინა სტატიაშირატომ ვერ მიიღო საქართველომ ევროკავშირისგან 46 მილიონი?!
შემდეგი სტატია,,ყველაზე დიდი გამოწვევაა ის, რომ ავარიდოთ კიდევ ერთი ტალღა პოპულისტური დაპირებების”