ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ თეირანი კვლავ ჩართულია დიპლომატიურ პროცესში, მიუხედავად ვაშინგტონის მხრიდან არსებული წნეხისა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
არაღჩის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები წინააღმდეგობრივ პოზიციას იკავებს და დიპლომატიურ პროცესს აფერხებს.
„ირანი აგრძელებს მოლაპარაკებებს მიუხედავად დიპლომატიის მრავალგზის ღალატისა და ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა. ამ ყველაფერს თან ახლავს აშშ-ის მხრიდან წინააღმდეგობრივი პოზიციები და განმეორებადი, გადაჭარბებული მოთხოვნები“, — აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ირანული მედიის ცნობით, ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ამ წუთებშიც განიხილავს ვაშინგტონის მიერ წარდგენილ ბოლო საზავო წინადადებას, თუმცა ამერიკული მხარის რიტორიკას მიუღებლად მიიჩნევს.


















