ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს მკაცრად გმობს. თეირანის განცხადებით, აღნიშნული თავდასხმები რეგიონში ომის დასრულების მიზნით მიღწეული დროებითი შეთანხმების მორიგი დარღვევაა. ინფორმაციას გამოცემა Iran International-ი ავრცელებს.
უწყების მტკიცებით, აშშ-ის ავიაციამ იერიში გამთენიისას მიიტანა, რითაც დაირღვა როგორც გაეროს ქარტია, ისე მხარეებს შორის 18 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის პირველი პუნქტი. ირანული მხარის განმარტებით, ამერიკული იერიშების სამიზნეს საზღვაო მონიტორინგისა და სათვალთვალო ობიექტები წარმოადგენდა.
„ეს სასტიკი თავდასხმები აჩვენებს, რომ აშშ უმნიშვნელო ღირებულებას ან სანდოობასაც კი არ ანიჭებს თავის ვალდებულებებს და დაპირებების დარღვევა მისი ბუნების ნაწილია“, — აღნიშნულია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.


















