29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

თეირანი აიათოლა ალი ხამენეის მასშტაბური დაკრძალვისთვის მილიონობით ადამიანის მობილიზებას გეგმავს

ირანის ხელისუფლება უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალზე მილიონობით მოქალაქის მობილიზებას გეგმავს. ხალხმრავლობის უზრუნველსაყოფად და 90-მილიონიანი მოსახლეობის მაქსიმალურად ჩასართავად, სახელმწიფო სამგლოვიარო პროცესიის მონაწილეებს უფასო ტრანსპორტით, კვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

ოფიციალური თეირანი ამ მასშტაბური ღონისძიებით ისლამური რესპუბლიკის თეოკრატიული რეჟიმისა და რევოლუციური იდეებისადმი საზოგადოების ერთგულების დემონსტრირებას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი თებერვალში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ დაწყებული სამხედრო კამპანიის პირველივე საჰაერო იერიშების დროს დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიკონგრესმენი მარკ ვისი: საქართველოს მთავრობა ამ ძალიან სტრატეგიულ ქვეყანას პროკრემლისტურ ანკლავად აქცევს
შემდეგი სტატიარომის პაპი აშშ-ს დამოუკიდებლობის 250 წლისთავზე მიგრანტების დაცვისკენ მოუწოდებს