თეიმურაზ ტუღუში: მურუსიძეს სახეზეც არ ვიცნობ, ჩინჩალაძე დღეს პირველად ვნახე

თეიმურაზ ტუღუში ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მის კანდიდატურას ლევან მურუსიძე ლობირებს. ტუღუში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ იგი მიხეილ ჩინჩალაძესა და ლევან მურუსიძეს არ იცნობს.

„სასამართლოებში ძალიან ბევრ პიროვნებას ვიცნობ, ბატონ ლევან მურუსიძეს სახეზეც კი არ ვიცნობ, მიხეილ ჩინჩალაძე ახლა გავიცანი პლენუმზე, დღეს პირველად ვნახე. ჩემი კანდიდატურის შერჩევა არ მომხდარა ისე, რომ ამის შესახებ ერთმა ადამიანმა იცოდა. ვფიქრობ, რომ ყველა დადებით რეკომენდაციას მომცემდა“, – აცხადებს ტუღუში.

უზენაესმა სასამართლომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ თეიმურაც ტუღუში დანიშნა.

banner
წინა სტატიაში“ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა” ჯონდი ბაღათურიას დაუჭერს მხარს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს