“არ ვიცი, რატომ ჰქონდა ზოგიერთს ის შეგრძნება, რომ ჯაფარას დღეს არ დაიჭერდნენ. ამ რეჟიმს რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვს და ჰგონია, რომ რაც მეტს ათამაშებს კუნთებს, უფრო ადვილად ჩაახშობს წინააღმდეგობას. პირიქითაა ეს, ბატონებო! და კიდევ, გირაოს გადახდა შეცდომა იყო. მაინც ყველას დაიჭერს ეს რეჟიმი – გირაოს გადამხდელსაც და არგადამხდელსაც! ოღონდ ყოველი ეს დაჭერა აახლოებს ამ რადიოაქტიული რეჟიმის დაშლის პროცესს!”,- წერს პროფესორი, თსუ ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, თეიმურას პაპასკირი.