თეიმურაზ კუპატაძე: ადგილზე დროულად გამოცხადდა საპატრულო და სამაშველო სამსახურები, გრძელდება დაშავებულთა ძებნის ღონისძიებები

ფონიჭალაში უბედური შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე, რომლის თქმითაც დაკარგულ დედა-შვილს, რომელთა პოვნა ამ დროისთვის ვერ ხერხდება სპეციალური ტექნიკის ჩართვაა საჭირო.

„საცხოვრებელ კორპუსში, მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება. მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე. მესამე სართულზე იმყოფებოდა ოჯახი – დედა-შვილი, ასევე, მამა, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე. ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ადგილზე დროულად გამოცხადდა საპატრულო და სამაშველო სამსახურები. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოძებნის პროცესი, იმის დასადგენად არიან თუ არა კიდევ დაშავებულები. სულ საავადმყოფოში გადაყვანილია 4 მოქალაქე. რომელთა სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი ინფორმაციით, მეორე სართულზე, სადაც არის სამშენებლო ფილა ჩავარდნილი, სახლში უნდა იმყოფებოდეს დედა-შვილი, რომლებიც ჯერ ნაპოვნი არ არიან და ამ ინფორმაციას ვერ ვადასტურებთ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძება სისხლის სამართლის კოდექსისი 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ასევე, გრძელდება ძებნის სამუშაოებიც. მოგეხსენებათ, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, იქნება მობილიზებული რშესაბამისი ტექნიკა, რითიც მოხდება ამ ფილის აწევა“ , – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

აფეთქება ზემო ფონიჭალაში დღეს დილით მოხდა. შემთხვევა სავარაუდოდ გაზის გაჭონვამ გამოწვია, რის შედეგადაც დაშავდა 3 ადამიანი. 44 წლის ბაბუა, 24 წლის შვილი და 6 წლის შვილივილი, რომლებიც ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული და მათი მდგომარეობა მძიმეა.

banner
წინა სტატიაში„ეს გადაწყვეტილება არღვევს საქართველოს კანონმდებლობას”-მესამე სექტორი არჩევნების თარიღის განსაზღვრას ეხმაურება
შემდეგი სტატიაფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე კახა კალაძე და შალვა ხუციშვილი მივიდნენ