თეიმურაზ გორჯესტანი – დღეს უფრო მეტად საქართველოზე ვფიქრობ, რადგან ეს არის საქართველოს გამარჯვება

ყოველთვის ემოციურია, როცა ოჯახის წევრი ასე იგებს არჩევნებს, მაგრამ დღეს უფრო მეტად საქართველოზე ვფიქრობ, რადგან ეს არის საქართველოს გამარჯვება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილმა თეიმურაზ გორჯესტანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეგზიტპოლების შედეგები ადასტურებს, რომ ქართველი ერი არის თავისუფალი და ამისთვის იმარჯვებს დღეს საქართველო.

„ყოველთვის ემოციურია, როცა ოჯახის წევრი ასე იგებს არჩევნებს, მაგრამ დღეს უფრო მეტად საქართველოზე ვფიქრობ, რადგან ეს არის საქართველოს გამარჯვება, კიდევ ერთი დასტური, რომ ეს არის თავისუფალი ერი და ამისთვის იმარჯვებს დღეს საქართველო“, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.

Edison Research-ისა და Gallup-ის ეგზიტპოლებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე : კანონი უნდა კანონობდეს, თუ აირჩია ხალხმა, უნდა იყოს არჩეული, სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ არ არის არჩეული
შემდეგი სტატიასროლა კახეთში – ლაგოდეხში “ნაციონალურ მოძრაობის” ოფისთან ცეცხლი გახსნეს