თეგეტა ჰოლდინგი: მიუღებელია მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა, დაიცავით კონსტიტუცია

თეგეტა ჰოლდინგის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა ქვეყნის მომავალს აზიანებს. ასევე, აღნიშნავენ, რომ მიუღებელია მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა.

“თეგეტა ჰოლდინგში, უკვე თითქმის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე, მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესის განვითარება ქვეყნის განვითარების პერსპექტივიდან დავინახოთ.

მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა აზიანებს უპირველესად ქვეყნის მომავალს, საფრთხეს უქმნის განვითარებასა და იმ საერთო მიზნებს, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე დავისახეთ. ასევე, მიუღებელია მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა. თითოეული ქართველის მოვალეობაა, დავიცვათ კონსტიტუცია და ყველა ჩვენგანის ინტერესშია, გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც დასავლური სამყარო უხსნის ჩვენს ქვეყანას. წინ და წინ, ევროპისკენ!”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: აშშ-ის მიერ პარტნიორობის შეჩერება ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგია
შემდეგი სტატიათბილისში შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა