“თედო კობახიძის შესახებ გამოთქმული ბრალდებები ძალიან გავს იმ კამპანიას, რომელიც ალეკო ელისაშვილმა დაიწყო”

rezonansi

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ მისი ძმის, თბილისის საკრებულოს წევრის, თედო კობახიძის წინააღმდეგ მომზადებულ სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები ძალიან გავს იმ კამპანიას, რაც თავის დროს ალეკო ელისაშვილმა დაიწყო.

„ეს არის იგივე საქმე, იგივენი და გამოსვლა მეოთხე. ბადრი ჯავახიშვილი გამოყენებულია ინსტრუმენტად ბინძური ცილისწამებისთვის“,-აღნიშნა მანანა კობახიძემ.

მისივე თქმით, რეალურად საქმე გვაქვს გამოძალვასთან ბადრი ჯავახიშვილის მხრიდან.

„ამ საკითხზე ორი კვირის წინ მივმართეთ საგამოძიებო უწყებსს. შესაბამისად, მას პასუხს გასცემს გამოძიება. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ორკესტრირებულია გარკვეული ძლების მიერ. თედო კობახიძე ყველა კითხვას დღეს უპასუხებს. ბადრი ჯავახიშვილს ჰქონდა მცელობა ფულის გამოძალვის ვიცე-სპიკერისგან. ესს ადამიანი ყველა ზღვარს გადავიდა. ამას მე ვერ დავფარავდი. პოლიცია საქმის კურსში მყავს ჩაყემებული. ყველა მტკიცებულება წარდგენულია საგამოძიებო უწყებებისთვის“,-აღნიშნ ვიცეს-სპიკერმა.

გუშინ ტელეკომაპნია „რუსთავი 2“-ით გავიდა სიუჟეტი, სადაც საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი ბადრი ჯავახიშვილი აცხადებს, რომ თედო კობახიძე მას საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას სთხოვდა.

banner
წინა სტატიაშილევან ვასაძე: “რუსთავი 2’’- ისთვის ძალიან დიდი პატივია ასეთ რანგში აყვანა
შემდეგი სტატიაგუგული მაღრაძე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვას ითხოვს