თედო კობახიძე: ბადრი ჯავახიშვილს ჩემი ვალი ჰქონდა და ეტაპობრივად ანგარიშზე მირიცხავდა

news
ავტ.: news ივნისი 13, 2016 20:11

თედო კობახიძე: ბადრი ჯავახიშვილს ჩემი ვალი ჰქონდა და ეტაპობრივად ანგარიშზე მირიცხავდა

თბილისის საკრებულოს იურუდიული სამსახურის უფროსმა თედო კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მისი ყოფილი თანამშრომლის ბადრი ჯავახიშვილის ბრალდებებზე კომენტარი გააკეთა.

ბადრი ჯავახიშვილმა გადაცემა P.S.-ში განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის განმვლობაში, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში მუშაობისას, სამსახურის სანაცვლოდ, ხელფასის ნაწილს კობახიძის საბანკო ანგარიშზე რიცხავდა.

როგორც თედო ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ბადრი ჯავახიშვილი შრომითი ხელშეკრულებით მასთან 2015 წლის ივნისიდან 31 დეკემბრამდე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბიდან ექვსი თვე გავიდა, ჯაფარიძის თქმით, ჯავახიშვილს მხოლოდ ახლა გაახსენდა ე.წ. კომპრომატები და წინასაარჩევნოდ მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოძალვა და მუქარა დაიწყო.

„ბადრი ჯავახიშვილის მხრიდან ჩემსა და ჩემი ოჯახის წევრის მიმართ ხორციელდებოდა მუქარა და გამოძალვის ფაქტები. ამაზე გამოძიება მიმდინარეობს. მან ჩემი ოჯახის წევრს მიწერა მესიჯი, სადაც მან “ლიბერთი ბანკის” საბანკო რეკვიზიტები მიუთითა და მოითხოვა, რომ ეს თავის .ე.წ კომპრომატი, რომელიც მისი მოგონილი და ფანტაზიის ნაყოფია, რომ არ გასაჯაროებულიყო, კონკრეტულად მანანა კობახიძეს, საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე სპიკერს, ჩაერიცხა მის ანგარიშზე 5 ათასი ლარი“,- განაცხადა თედო კობახიძემ.

ჯაფარიძის თქმით, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები არსებობს და წარდგენილი არის სამართალდამც უწყებებში.

ამასთან თედო ჯაფარიძის განცხადებით, ჯავახისვილი მისი პარალელური კლასელი იყო და მისი ვალი ჰქონდა და სწორედ ამ გადახდილი ვალის ქვითრები „აფრიალა მან გადაცემაში“.

„ბადრი ჯავახიშვილი იყო ჩემი პარალელური კლასელი, რომელსაც წლების განმავლობაში გამიმართავს ხელი ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე. ხშირად მისესხებია მისთვის ფული. ამ ყველაფერს მოწმობს ისიც, რომ იგი საბოლოო ჯამში საკრებულოში აღმოჩნდა დასაქმებული შრომითი ხელშეკრულებით. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ამას ვასაჯაროებ და ეს მორალში ნამდვილად არ ჯდება, თუმცა ამ ადამიანმა სხვა გზა არ დამიტოვა“, – განაცხადა თედო კობახიძემ.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

news
ავტ.: news ივნისი 13, 2016 20:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics