საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით, პოლონეთში იმყოფება.
თედო ჯაფარიძე ვარშავის სამიტის ექსპერტთა ფორუმში – „ნატო მშვიდობის დაცვისთვის“ (NATO in Defence of Peace), კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ნატოს სამიტის პარალელურად იმართება.
პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს პოლონეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.