თედო ისაკაძე: პოლიციის შეფის გადადგომის მოთხოვნა ამ სექტის აპრობირებული მეთოდია ე. წ. ვარდების რევოლუციისას და მიზნად ისახავს სამართალდამცავების დემორალიზაციას

20-21 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ შემთხვევას, ყოველდღიურად, საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი ადამიანი საკუთარ აზრს სოციალურ ქსელებში აფიქსირებს. ჟურნალისტი პაატა ქურდაძე წერს: “იცით რა პრინციპული განსხვავებაა ქართულ და ევროპულ მანიფესტაციებს შორის? აქ როგორც წესი ძირითადი მოთხოვნა ყოველთვის ფუნქციონერის დასჯის უმაღლესი ფორმა – “გადადგომაა” რადგან ითვლება, რომ ნებისმიერი რანგის თანამდებობა ჯილდოა რაღაც დამსახურებისათვის( მაგალითად სპორტში, ესტრადაზე წარმატებისათვის..ყველაზე ხშირად ერთგულებისათვის) , რომელიც ისევე შეგიზლია წაართვა, როგორც უბოძე ძღვენივით… იქ პირიქით, მანიფესტაციით ცდილობენ ფუნქციონერს გააკეტებინონ ის რაც სურთ და სულ ფეხებზე კიდიათ ამას კონკრეტულად რა სახელისა და გვარის თუ მორალის ფუნქციონერი გააკეტებს.
საერთოდ თავების დაყრის პერსპექტივა ძალიან მიმზიდველია ჩვენთვის. გვიყვარს ეს საქმე და კარგადაც გამოგვდის 🙂

საკუთარ Facebook პოსტში კი თედო ისაკაძე მიმდინარე აქციებს ეხმაურება და წერს: “წყნარად, მშვიდად ვადევნოთ თვალი ნაც-რევანშისტების მარშ-პროვოკაციას. პოლიციის შეფის გადადგომის მოთხოვნა ამ სექტის აპრობირებული მეთოდია ე. წ. ვარდების რევოლუციისას და მიზნად ისახავს სამართალდამცავების დემორალიზაციას, რათა, შემდგომ წინააღმდეგობის გარეშე ჩაიგდონ ხელში ხელისუფლება. ძალიან კარგად ვიცი რამდენი ადამიანი ილესავს კბილებს და ერთი სული აქვს გამოვიდეს იმის სადემონსტრაციოდ თუ ვინ რამდენია. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით განვსჯით სიტუაციას და არ ავყვებით იმ პოლიტიკური წარმონაქმნის გამოწვევებს რომელთა მთავარი იარაღი პროვოკაცია და სიცრუეა. პასუხის დრო დადგება და ძალიან მალე!

banner
წინა სტატიაშინინო ჟვანია ბექა ბასილაიას – მიდი იშიმშილე
შემდეგი სტატიაპუტინის ჯინაზე, ჩამოდით საქართველოში, – ამ სათაურით სტატიას „სიენენი“ აქვყენებს