თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს.

პროკურატურა აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არის, დევს მხოლოდ ირიბი მტკიცებულება.

ადვოკატ დიანა მარტიაშვილის განცხადებით, გარდაცვლილსა და დაკავებულებს ახლომეგობრული და ნათესაური კავშირი ჰქონდათ და აღნიშნულ საქმეზე მათი დაკავება აბსურდულია.

ადვოკატებმა ასევე განაცხადეს, რომ დაკავებულებს სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ძალადობა, იძულება, ქრთამის შეთავაზება – თითქოს აკაკი კობალაძის ბინიდან საბრძოლო ვაზნები იქნა ამოღებული. პროცესუალური დარღვევებით მოხდა ჩხრეკა. არ გვქონდა შესაძლებლობა ამ ჩხრეკას დავსწრებოდით. ეს შეთითხნილი ბრალდებაა და ხდება მეგობრის სპეკულირება. როცა შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, დღეს ჰქონდა მაისურზე სისხლნაჟღენთები. მან მიპასუხა, რომ დაკავებისას მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. ვაპირებთ, ამაზე შევიტანოთ საჩივარი, რომ აღნიშნული გამოიძიონ“,- განაცხადა ადვოკატმა დიანა მარტიაშვილმა.

თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავეს. დაკავებულებს ჯგუფურად განხორციელებულ იძულებას, მუქარასა და ქრთამის მიცემას, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას ედავებიან.

banner
წინა სტატიაში“საქართველო რუსი ოლიგარქის გარეშე”-კანადაში მცხოვრებმა ქართველებმა სოლიდარობის აქცია გამართეს
შემდეგი სტატიადეკანოიძე: თავისუფალი არჩევნები ჩატარდება, მოუწევს ივანიშვილს დათმობაზე წასვლა