თებერვლის ბოლოს გვეცოდინება ვინ დარჩება და ვინ წავა მერიიდან- კალაძე

თბილისის მერიაში თებერვლის ბოლოს დასრულდება რეორგანიზაციის პროცესი და ზუსტად გვეცოდინება თუ ვინ დარჩება და ვინ წავა – განაცხადა თბილისის მერმა.
“ჩვენი თვითმიზანი არ არის კადრების შემცირება. ჩვენთვის მთავარია პროფესიონალიზმი. მთავარია კომპეტენტურობა და პატიოსნება. თებერვლის ბოლოს სრულდება რეორგანიზაციის პროცესი და ზუსტად გვეცოდინება ვინ დარჩება და ვინ წავა”,- განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძე იმ სტრუქტურულ რეფორმებსაც გამოეხმაურა, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგა:
“დღეს წარმოვადგინეთ მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაცია. როდესაც ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, წარმოვადგინეთ საარჩევნო პროგრამა, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო მართვის პოლიტიკა. შეუძლებელია იმ პროგრამის განხორციელება, თუ არ იქნა სწორი და ეფექტური მართვა. ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა თბილისის მერიაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამ და დამატებითი რეორგანიზაციული ცვლილებებით, რომელიც თებერვლის ბოლოს უნდა დამთავრდეს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი აუცილებლად გავხადოთ სიცოცხლით სავსე ქალაქი”,- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურები ერთ სამსახურად ერთიანდება
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი ანტიგუა და ბარბუდაში გაემგზავრა