თებერვალ-მარტში ჩამოყალიბდება უკვე საკმაოდ სერიოზული კრიზისი – გია ხუხაშვილი

თებერვალ-მარტში ალბათ ჩამოყალიბდება უკვე საკმაოდ სერიოზული კრიზისი – ამ განცხადებას, ექსპერტი გია ხუხაშვილი აკეთებს. ხუხაშვილი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე საუბრობს და ამბობს, რომ პრემიერის მიერ დაანონსებული ეკონომიკური გეგმა რეალობას აცდენილია.

„ხელისუფლების კომენტარები უფრო და უფრო მძიმე ხდება აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. თებერვალ-მარტში ალბათ ჩამოყალიბდება უკვე საკმაოდ სერიოზული კრიზისი და მე არ ვიცი ხელისუფლება იმ გეგმით, რომლითაც გვესაუბრება, როგორ გაართმევს ამ კრიზისს თავს. იმიტომ, რომ გეგმა არის ძალიან სუსტი და აბსოლუტურად არაადეკვატურია იმ გამოწვევებთან რომლის წინაშეც ქვეყანა დგას,“-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მთავრობა უნდა გადადგეს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ”- პაატა შეშელიძე
შემდეგი სტატიაბიუჯეტის ფულის მითვისება- დაკავებულია ყვარლის საბავშვო ბაღების გაერთიანების ყოფილი დირექტორი და ერთი მეწარმე