თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს, სტატუსი შეუწყვიტეს

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს, სტატუსი შეუწყვიტეს.

“დღეს, პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს მოგვივიდა მეილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, რომელიც იუწყება, რომ სტუდენტის სტატუსი შეგვიწყდა”, – წერია განცხადებაში.

მოძრაობამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მიღებული წერილიც გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ გადაწყვეტილება უნივერიტეტის ეთიკის კომისიამ მიიღო:

“როგორც თქვენთვის ცნობილია, გაიმართა ეთიკის კომისიის სხდომა, სადაც განხილული იყო სტუდენტების მხრიდან უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი. გაცნობებთ, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, თქვენ შეგიწყდათ სტუდენტის სტატუსი. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია, 3 სამუშაო დღის ვადაში რექტორთან, წერილობითი მიმართვის საფუძველზე”.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: რეჟიმთან ბრძოლა ნიშნავს ამ საყრდენებზე შეტევას, ამ საყრდენების მოშლის მცდელობას და ეს ყველაფერი არის გასაკეთებელი ახლა (!) და ერთიანად (!), მანამ სანამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ბრძოლის რესურსი (რადგან დრო ჩვენზე არ მუშაობს)
შემდეგი სტატიაSABA Reader – განახლებული პრემიუმ პაკეტი და ექსკლუზიური წიგნები