თეატრალურ უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

თეატრალურ უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციას შეუერთდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მარშები.

მოქალაქეები სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ და კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

პროტესტის 103-ე დღეს გადაკეტილია რუსთაველის გამზირი თეატრთან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელია: დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება.

დღეს, 10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შესაბამისი ცნობა მეილზე მიიღეს.

banner
წინა სტატიაშისტივ ვიტკოფი – აშშ-ს არასდროს შეუწყვეტია უკრაინისთვის თავდაცვითი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება
შემდეგი სტატიათსუ-ის ლექტორი გიორგი ცერცვაძე: უნივერსიტეტიდან გამაგდეს