თეატრალურ უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები დაუმორჩილებლობის აქციას აანონსებენ და პროტესტის გაგრძელებას უფრო მასშტაბურ ფორმებში გეგმავენ

თეატრალურ უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები დაუმორჩილებლობის აქციას აანონსებენ და პროტესტის გაგრძელებას უფრო მასშტაბურ ფორმებში გეგმავენ.

როგორც აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს, 19:00 საათზე სტუდენტების აქცია ილიაუნის შენობის წინ გადაინაცვლებს და პროტესტი იქ გაგრძელება.

პლატფორმა “ქართული განათლება საფრთხეშია” მოუწოდებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, გააუქმოს სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 11 მარტს, 11:00 საათზე, ისევ შეიკრიბებიან უნივერსიტეტის წინ და აქციას გამართავენ.

აქციის მონაწილეები სხვა სტუდენტებსაც მოუწოდებენ, სტატუსშეჩერებული სტუდენტების სოლიდარობისთვის შემოუერთდნენ მათ და ერთად გააგრძელონ ბრძოლა.

banner
წინა სტატიაშითამარ ბელქანია: რა აზრი აქვს განათლებას თუ სამშობლოს განცდა არ გაქვს!
შემდეგი სტატიაორი ოქრო და ერთი ვერცხლი ქართველი ჯუდოკების ანგარიშზე – საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია