„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე მივიდა. გავლენიანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ სუს-ის მიზანი მიმდინარე პროცესების მიზანი დაშინებაა.
„დღეს ჩვენ ფაქტობრივად თეატრალურ წარმოდგენას ვუყურებთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე – საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა მიიღო შიდა ინფორმაცია, სამართალდამცავი ორგანოებისგან, სადაც საუბარია კონკრეტული ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ დროს, როდესაც ერთი წელია მთელი სამოქალაქო სექტორი და მოქალაქეებიც ითხოვენ იმას, რომ გასაჯაროვდეს თუ რა ტიპის გაზი იყო გამოყენებული, ამის მაგივრად, ისინი ექიმებსა და დაზარალებულებს იწვევენ გამოკითხვაზე და არ ითხოვენ პასუხს იმ პირებისგან, რომლებმაც შესაძლოა დანაშაულში გარკვეული როლი ითამაშეს. არ ვიცი, რა კითხვები იქნება. შემიძლია ვთქვა ის, რომ მეც ცუდად ვგრძნობდი თავს ამ დარბევების შემდეგ.
ინტერვიუში ვამბობ, რომ – “ჩვენ გვყავს პრორუსული მთავრობა და მათ აქვთ ყველა ბერკეტი, რომ გააჩერონ საქართველოს ევროინტეგრაცია”. ასევე, – “საერთაშორისო გამჭვირვალობა” შესაძლოა რამდენიმე თვეში დაიხუროს. მთავრობის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობა, უნდათ რომ საქართველო გახდეს რუსეთის მოკავშირე. არავის დატოვება არ უნდათ, ვინც მათ წინააღმდეგობა გაუწევს. ეს ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის ბრალია”. ასევე, ვამბობ – “ის, რომ შესაძლოა საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ რასაც ჩვენ ვაკეთებთ დიდი რამაა, მთელი მსოფლიოსთვის, რადგან წინააღმდეგობას ვუწევთ რუსეთის გავლენებს და რუსეთს”. ეს ის საკითხებია, რომლებზეც მე ყველა ინტერვიუში ვსაუბრობ და “ქართულმა ოცნებამ” თუ ჩემი პოზიცია BBC-ის გამოძიებით გაიგო, ეს მათი პრობლემაა. მიზანი, რა თქმა უნდა, დაშინებაა”,- განაცხადა ეკა გიგაურმა.
















