თეა წულუკიანმა ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა: ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს!

სენაკში, დრამატული თეატრის გახსნაზე ჩასული კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი “მთავარი არხის” კითხვამ გააღიზიანა და მას  მიკროფონი წაართვა.

მომხდარის შემდეგ წულუკიანმა ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა:

“დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია.
ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ”.-წერს თეა წულუკიანი. 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიათენში ცრემლსადენი გაზით დაშალეს აცრის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია
შემდეგი სტატიაევროპაში კატასტროფული წყალდიდობები გახშირდება – კვლევები