თეა წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილს გამძლეობა უსურვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, არჩევიდან ერთი წლის თავზე, წარმატებები, გამძლეობა და თითოეული მოქალაქისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღება უსურვა.

„პირველ რიგში ამ ერთი წლის თავზე მინდა, როგორც იუსტიციის მინიტრმა და როგორც ჩემი ქვეყნის ერთმა რიგითმა მოქალაქემ, ჩვენს პრეზიდენტს ვუსურვო წარმატებები, ვუსურვო გამძლეობა. ასევე, ვუსურვო მომავალ წლებში თავისი მანდატის ფარგლებში ისეთი გადაწყვეტილებები და ისეთი შედეგები, რომლებიც იქნება მისთვისაც, ჩვენთვისაც და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მოსაწონი. მას ამის ძალიან ბევრი რესურსი აქვს. საერთაშორისო ასპარეზზე თუნდაც მის მიერ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობა არის ყოველთვის საამაყო და მისასალმებელი. მნიშვნელოვანია, მისი უფრო ყურადღებით მოსმენაც ვისწავლოთ და არ გადავაჭარბოთ ხოლმე უარყოფით შეფასებებში“ ,- განაცხად თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“ვიდრე კუხიანიძე იკავებს პოსტს, “ქართული ოცნება” იზიარებს მის პოზიციას”
შემდეგი სტატია20 დეკემბერს რაზე უნდა ვიმსჯელოთ, ჯერ არ ვიცით-წულუკიანი