თეა წულუკიანმა გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის დელეგაციას უმასპინძლა

იუსტიციის მინისტრმა გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის დელეგაციას უმასპინძლა.

მათ სხვა საკითხებთან ერთად დოკუმენტების უსაფრთხოებაზე, მიგრაციის პოლიტიკასა და სისხლის სამართლის რეფორმაზე ისაუბრეს.

თეა წულუკიანის თქმით, დელეგაციის ვიზიტი უკავშირდება თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლის საქმეში, თუმცა ის პირდაპირ კავშირშია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მომავალ გადაწყვეტილებასთან.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელის აეროპორტში ამ წუთებშიც განაგრძობენ მუშაობას კრიმინალისტები
შემდეგი სტატიაგერმანიის პოლიციამ ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავა