თეა წულუკიანმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები გადასცა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალური პენიტენციურისამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოსესკორტირების ახალი, სპეციალიზებული ავტომანქანები გადასცა. ღონისძიება მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათამთავარი სამმართველოსთვის პირველად იქნა შეძენილი სპეციალიზებული, ქარხნულიწესით დამზადებული, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით და პროფესიონალურისაავტომობილო ციფრული რადიოსადგურით აღჭურვილი ესკორტირების 29 ახალიავტომანქანა, მათ შორის ერთი – შშმ პირებზე ადაპტირებული.

ამჟამად, მიმდინარეობსესკორტირების 15 და სამედიცინო დანიშნულების 2 ავტომობილის (რეანიმობილის)შესყიდვის პროცედურები. შედეგად, მიმდინარე წლის ბოლოს პენიტენციურ სისტემაშიმოცემული მანქანების დეფიციტი მთლიანად იქნება აღმოფხვრილი. როგორც თეაწულუკიანმა აღნიშნა, ახალი მანქანების შესყიდვის აუცილებლობა პენიტენციურსისტემაში არსებულმა მწვავე დეფიციტმა განაპირობა. „2012-2015წლებში პენიტენციური სისტემისთვის ესკორტირების 36 მანქანა იყოშესყიდული, რომელთაგან 11 მწყობრიდან გამოსვლის გამო ექსპლოატაციიდან არისამოღებული. შესაბამისად, სისტემას 25 მანქანა ემსახურება, რაცთავისუფლებააღკვეთილი პირების სასამართლო პროცესებსა და სამოქალაქოსექტორის სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანას აფერხებს.

პრობლემას იწვევდამრავალი წლის მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, შესყიდულიმანქანების ე.წ. საბადრაგო მანქანებად კუსტარული წესით გადაკეთება ხდებოდა.კერძოდ, მოცემულ მანქანებში დაახლოებით 1.5 ტონა რკინის კონსტრუქციამონტაჟდებოდა, რომლის სიმძიმეს მანქანის ძრავი ვერ უძლებდა და მწყობრიდან მალეგამოდიოდა. ამასთან, 2015წლის შემდეგ ესკორტის ავტოპარკი არ განახლებულა დამანქანების შეძენა მხოლოდ მიმდინარე წელს განხორციელდა“, – განაცხადა იუსტიციისმინისტრმა.

მისი თქმით, პენიტენციური სისტემის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსმმართველობის სფეროში გადასვლის შემდეგ სისტემაში რეორგანიზაციათბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 27 sps.gov.ge
განხორციელდა, რის შედეგადაც გაუქმდა გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარისამმართველო, ასევე სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველო დაჩამოყალიბდა გარე დაცვის მთავარი სამმართველო და ესკორტირებისა და სპეციალურღონისძიებათა მთავარი სამმართველო. ესკორტის ოფიცერთა კორპუსში დასაქმებულთარაოდენობა 378-დან (ყოფილი ბადრაგები, გუშაგები) 491-მდე გაიზარდა. პენიტენციურსისტემაში პირველად 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით ღიაკონკურსის გზით დაინიშნა ესკორტის 123 ოფიცერი, ესკორტირებისა და სპეციალურღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ჩამოყალიბებამ და ესკორტის ოფიცერთარაოდენობის ზრდამ მიმდინარე წლის მარტიდან ივლისამდე პერიოდში ესკორტისოფიცერთა დეფიციტის გამო ჩაშლილი სასამართლო პროცესების რაოდენობა ორჯერშეამცირა.

ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოსთვის29 ახალი ავტომანქანის გადაცემით სასამართლო პროცესებსა და სამოქალაქოსექტორის კლინიკებში თავისუფლებააღკვეთილი პირების გადაყვანის პრობლემამინიმუმამდე იქნება დაყვანილი, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოს სამმართველოსავტოპარკის შევსების შემდეგ პენიტენციური სისტემა თავისუფლებააღკვეთილი პირებისგადაადგილებას შეუფერხებლად უზრუნველყოფს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბებულესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ესკორტისოფიცრებს 2018 წლის ბოლოდან ხელფასი ორ ეტაპად გაეზარდათ – საშუალოდ, 270ლარით, ესკორტის ოფიცერთა მთლიანი კორპუსისთვის შეძენილია ახალი, უმაღლესისტანდარტის უნიფორმა, რომელიც ბოლოს 2015 წელს იქნა შესყიდული და ცვეთაგანიცადა. ამასთან, 2019 წლიდან პირველად პენიტენციურ სისტემაში დაინერგა უფასოკვების სისტემა – პენიტენციური დაწესებულების მორიგე თანამშრომლებისთვისორჯერადი კვება, ხოლო ესკორტის ოფიცრებისთვის – მშრალი საკვები.

თეა წულუკიანის განცხადებით, ჩამოთვლილი ცვლილებები მიმდინარე წლის 22თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „პენიტენციურიდა დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში ხორციელდება. დოკუმენტის თანახმადპენიტენციური სისტემის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაშიმოსაყვანად კიდევ არაერთი რეფორმაა დაგეგმილი

banner
წინა სტატიაშიკაპანაძე: გახარიას პრემიერად დანიშვნა არის ივანიშვილის მიერ ვა-ბანკზე წასვლა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – მეგობრულ რჩევას მივცემდი ყველა ჩვენ დეპუტატს ოპოზიციიდან, მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში