თეა წულუკიანი:თბილისში ნოტარიუსები ორ ლოკაციაზე იმორიგევებენ და განახლდება სანოტარო მომსახურება

თბილისში ნოტარიუსები ორ ლოკაციაზე იმორიგევებენ და განახლდება სანოტარო მომსახურება, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ეს იქნება თბილისის იუსტიციის სახლის ქორწინების სახლის სივრცე და ასევე, ვაჟა ფშაველას გამზირზე ეროვნული არქივის ცენტრალური შესასვლელიდან ჰოლში. ნოტარიუსები ამ ორ ლოკაციაზე იმორიგევებენ და განახლდება სანოტარო მომსახურება, მაგრამ ყველა მომსვლელი შემოწმდება ტემპერატურაზე და ნოტარიუსებსა და თანაშემწეებს მოუწევთ, მკაცრად დაიცვან აღჭურვილობის წესი, რასაც აქამდე სამწუხაროდ, არ იცავდნენ. ამიტომ, სამინისტრო მკაცრი ხელით ჩავერიეთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ჯერ დაკეტილია სხვა საჯარო სერვისები, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, მაგრამ იუსტიციის სამინისტროს კიდევ რამდენიმე დღე სჭირდება, რომ საზოგადოებას ახალი მოდელი შესთავაზოს.

„ანუ, საჯარო სერვისები მაქსიმალურად გაიცეს. გაიცეს ისე, რომ მოქალაქის ნახვა არ დაგვჭირდეს და თუ საჯარო სერვისის გაცემის მიზნებისთვის მოქალაქის ნახვა მაინც აუცილებელია, ეს სათანადოდ აღჭურვილმა თანამშრომელმა ბინაზე მისვლით განახორციელოს. რა გამოვა, ვნახოთ. ეს არის დიდი გამოწვევა, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ და რამდენიმე დღეში მზად ვიქნებით, საზოგადოების წინაშე ახალი მოდელით წარვდგეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშისაირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა
შემდეგი სტატიაჩემი სიცოხლე, რომელიც ასეთი ძვირფასია და ქრისტემ ის თავისი სისხლით გამოისყიდა, რას შევწირო? გაციებას?