თეა წულუკიანის მოადგილედ პრემიერმა ალექსანდრე ტაბატაძე დანიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებებია. პრემიერ-მინისტრმა თეა წულუკიანის მოადგილედ სუს-ის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე დანიშნა.

მამუკა ბახტაძის ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

ალექსანდრე ტაბატაძე, სუს-ის ერთ ერთი ყველაზე მდიდარი მაღლაჩინოსანია.

სუს-ის უფროსის მოადგილე, ალეკო ტაბატაძე, ნადარაანთკარში ფლობს ქონებას, რომელიც მან 2015 წელს შეიძინა. მიწის ნაკვეთის ფართობი 1100 კვადრატულია. ახალი 4-სართულიანი შენობა საგურამოსთან ახლოს დიდი ეზოთი მთლიანად ქვით არის მოპირკეთებული.

 

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება ანაკლიის პროექტზე მოლაპარაკებებს, რუსეთის პოზიციების გათვალისწინებით აჭიანურებს-გიორგი კანდელაკი
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“ მიესალმება ლევან კობერიძის გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ