თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის ნიშნად კონკურს “ლიდერას” კიდევ ერთი მონაწილე – პოეტი ირაკლი კაკაბაძე გამოეთიშა

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის ნიშნად კონკურს “ლიდერას” კიდევ ერთი მონაწილე – პოეტი ირაკლი კაკაბაძე გამოეთიშა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა და ყველა მწერას მოუწოდა პოზიცია გამოხატონ და ხმა აიმაღლონ “უმსგავსობის” წინააღმდეგ.

პოეტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კულტურის სამინისტრომ “ლიტერას” ჟიურის ერთი წევრი დანიშნა.

“ძვირფასო მეგობრებო, თანამედროვე ლიტერატურაცა და ლიტერატურული პროცესიც ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების სარკეა. დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ცნობილია, როგორც ძალადობის წამხალისებელი, ჰომოფობიის მხარდამჭერი, ზიზღისა და სიძულვილის დამმკვიდრებელი, ასევე კულტურის სამინისტროს მართვისთვის სრულიად არაკომპეტენტური პირი, ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის ერთი წევრი კულტურის სამინისტრომ „მწერალთა სახლში“, როგორც ბოლშევიკური წესია, მიავლინა და დანიშნა. რადგან ჯერ არ იყო გამოქვეყნებული მოკლე სია, თავს ვიკავებდი ამ გადაწყვეტილების მიღებისაგან, მაგრამ დღეს მეც ვუერთდები ჩემს ძვირფას კოლეგებს, ვინც პროტესტის ნიშნად მოხსნა საკუთარი წიგნები პრემიიდან და მოვუწოდებ ყველა მწერალს, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის მომავალი, ქართული კულტურა და მწერლობა, ვინც თვლის, რომ არასოდეს აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან საბჭოთა წარსულში, გამოხატეთ თქვენი პოზიცია და ხმა აღიმაღლეთ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ.

აქვე, სულიდარობას ვუცხადებ „მწერალთა სახლს“ და მის თანამშრომლებს, რადგან მგონია, რომ „ბიძინას გაუმა…“ მყვირალა მინისტრის გადაწყვეტილება, უპირველესად ამ ორგანიზაციის დიდ იდეასა და სულისკვეთებას აზიანებს და ებრძვის”, – წერს პოეტი.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე: დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით რეაქცია იქნება მწვავე
შემდეგი სტატიაფონ კრამონი: ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ მმართველი პარტიით