თეა წულუკიანი : ვიმედოვნებ, პარლამენტი მოსამართლეობის იმ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, რომლებიც საზოგადოების მხრიდან ნდობას იმსახურებენ

ვიმედოვნებ, პარლამენტი მოსამართლეობის იმ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, რომლებიც საზოგადოების მხრიდან ნდობას იმსახურებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენისას უპრეცედენტო ღიაობაა უზრუნველყოფილი.

„მე არ ვიცი და ვერ გვეცოდინება წინასწარ, პარლამენტი ვის შეარჩევს. პარლამენტი არ შეარჩევს ისეთ ადამიანებს, ვინც არ იქნება თუნდაც მოსმენის დროს მოწოდების სიმაღლეზე და არ იქნება საზოგადოების მხრიდან ნდობის ღირსი. ამიტომაც ერთადერთი, რისკენაც შემიძლია, ყველას მოგიწოდოთ, არის, რომ დავაკვირდეთ ამ მოსმენებს, მოსმენებისას გამოთქმულ მოსაზრებებს მოვუსმინოთ, გავაანალიზოთ ისინი. თუკი არის მაღალი ინტერესი პარლამენტის სხდომების მიმართ, მათ შორის საკომიტეტო ღიაა და საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია, მივიდეს, დაესწროს ამ მოსმენებს და თავადაც დაუსვას შეკითხვები კანდიდატებს. ვფიქრობ, ეს არის ღიაობის უპრეცედენტო შემთხვევა და ასევე, იმედს გამოვთქვამ, პარლამენტი იმ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, რომლებიც საზოგადოების მხრიდან ნდობას იმსახურებენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“პარლამენტი მზად არის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს” – თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიადიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ ადვოკატურაში სისხლის სამართლის საქმეზე ლიცენზია არასდროს ჰქონია და შესაბამისად, ვერ ექნებოდა შემხებლობა ქოიავას საქმეზე