თეა წულუკიანი : ვიმედოვნებ, ოპოზიცია მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე კონკრეტული პასუხებით მოვა და დიალოგის ფორმატის ჩაშლას არ ისურვებს

საქართველოს იუსიტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებაზე.

წულუკიანი ამბობს, რომ ის, რაც ოპოზიციას შესთავაზეს, შესაძლოა, დღეს ახალი მოდელია, თუმცა ამ საკითხზე საზოგადოება წარსულში, 2003 წლიდან მსჯელობდა.

მინისტრი ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებული მოდელი იძლევა საშუალებას, პარლმენტი გაცილებით პროპორციული იყოს, ვიდრე ის დღეს არის.

„ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ ახალი მოდელი, რომელიც შეიძლება, დღეს არის ახალი, მაგრამ იქნებოდა თუ არა პარლამენტაში დეპუტატების ეს ოდენობა, ამაზე ჩვენი საზოგადოება 2003 წლიდან მსჯელობდა და ჩამოყალიბდა 150-ზე. პროპორცია, რასაც ჩვენ ვთავაზობთ არის ის, რომ ამ 150 დეპუტატის შიგნით პარლმენტი იყოს გაცილებით უფრო პროპორციული, ვიდრე დღეს არის, თუ კი ეს მათთვის მოსაწონი იქნებოდა, იყოს 100 პროპორციული წესით არჩეული და 50 მაჟოროტარული წესით არჩეული დეპუტატი. თუ ეს მათთვის მისაღები არ არის, ესეც პასუხია“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზევაზე უნდა დაფიქრდეს.

„ვფიქრობთ, რომ ამ მოდელზე მათი მხრიდან დაფიქრება ღირს. დაველოდოთ მოლაპარაკების შემდგომ რაუნდს, სადაც იმედი მაქვს, რომ ისინი კონკრეტული პასუხებით მოვლენ და არ ისურვებენ ამ დიალოგის ფორმატის ჩაშლას მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად რადიკალიზმის მომხრეებად არიან ქცეულები და ჩვენ ამას ქუჩაშიც ვხედავთ“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში. აღნიშნული შეთავაზება ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათი თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საერთოდ უარის თქმას ნიშნავს.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი : სენაკის სამედრო ბაზის ტერიტორიაზე ხანძარია 
შემდეგი სტატია„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელიასთვის დეპუტატობის შეწყვეტაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა