თეა წულუკიანი – ვიდრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური „პატრიოტთა ალიანსის“ საკითხზე შედეგს არ დადებს, რაიმე ტიპის სპეკულაცია კიდევ უფრო ძაბავს წინასაარჩევნო პროცესს

ვიდრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის შედეგს არ დადებს, რაიმე ტიპის სპეკულაცია კიდევ უფრო ძაბავს იმ წინასაარჩევნო პროცესს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აუდიტის სამსახურის მიერ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ფინანსური დეკლარაციების შესწავლის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ მოვისმინეთ რა თქმა უნდა ინფორმაციები, მოვისმინეთ ამ ინფორმაციებთან დაკავშირებით თავად „პატრიოტთა ალიანსის“ კომენტარი, შეპასუხება და სხვა. ყველაზე მნიშვნელოვანი ვთვლი, რომ არის სახელმწიფო აუდიტის მიერ წარმოებული ის პროცედურა, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ყველანი ალბათ უნდა დაველოდოთ ამ პროცედურის დასრულებას, რადგან როგორც ვიცით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური როდესაც სწავლობს ამგვარ საკითხებს, თუკი პრობლემა გამოიკვეთება, შემდეგ საქმე გადაეცემა კომპეტენტურ უწყებას, იქნება ეს საგამოძიებო უწყება, ცენტრალური საარჩევნო კომისია თუ სხვა.

ამიტომაც, მგონია, რომ ვიდრე სახელმწიფო აუდიტი თავის შედეგს არ დადებს რაიმე ტიპის სპეკულაცია კიდევ უფრო ძაბავს იმ წინასაარჩევნო პროცესს რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესიამ მუშაობა დაიწყო
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – მიხეილ სააკაშვილი, რაც არ უნდა ზურიკელას დაშაქრული ენით გველაპარაკებოდეს, რომ დაბრუნდება და მთელი ქვეყანა თვითონ იქნება, ის ადრე თუ გვიან დაბრუნდება და მოიხდის სასჯელს ქართულ საპატიმროში