თეა წულუკიანი – ვერ ვესწრები სხდომას, მაგრამ ვიცი, პარლამენტი მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონსა და სახელმწიფოს, ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის

ვერ ვესწრები სხდომას, მაგრამ ვიცი, პარლამენტი მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონსა და სახელმწიფოს, ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი „ფეისბუქში“ წერს.

„სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს! ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის.

დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, „ბიძიკო“, – წერს წულუკიანი.

თეა წულუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა და სახლში მკურნალობს.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუცია არ იცავს ამ ინტერესებს, ვისი გამეტება შეიძლება პატიმრობისთვის და ვისი არა – პროკურორი
შემდეგი სტატიაფოთში სტადიონის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა