თეა წულუკიანი : უვიზო რეჟიმს ალბათ მივიღებთ მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმის გაუქმების მარტივ მექანიზმს დაამტკიცებენ

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნი შინაგან საქმეთა მინისტრები ბუნებრივია, დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ ქვეყანაში კრიმინალთან ბრძოლას და ამიტომ მათ სჭირდებათ უვიზო რეჟიმის გაუქმების მარტივი მექნიზმი, რათა უვიზო რეჟიმი დაწესდეს, – ამის შესახებ

მისივე თქმით, სწორედ ამ ქვეყნების წარმომადგენლები ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები მათ ქვეყნებში საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს ქმნიან.

„ძალიან დიდი საფუძველი არსებობს, რომ უვიზო რეჟიმი მივიღოთ, მაგრამ ალბათ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც უვიზო რეჟიმის გაუქმების მარტივ მექანიზმს დაამტკიცებენ, რადგან ის შიშები, რაც ზოგიერთ საზოგადოებრივ აზრში არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში, მოხსნილი იქნას. ჩვენი მოქალაქეები, ვინც აქ ვართ ან საზღვარგარეთ ვცხოვრობთ, ერთი- ორი გამონაკლისის გარდა, ვართ კანონმორჩილი მოქალაქეები და ჩვენ ვიმსახურებთ იმ სამართლიან გადაწყვეტილებას, რასაც უვიზო მიმოსვლა ჰქვია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშირა მოხდა გურჯაანში- უჩა კანდელაკის სკანდალური პოსტი
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : მე დღესაც ვსვამ კითხვას, რატომ არის 2013- 2014 წლის საკონსტიტუციო სარჩელები განუხილველი