თეა წულუკიანი თინა ბოკუჩავას – ბიძინამ თქვენს დასამარცხებლად გამომგზავნა, რაც მოვახერხე პირველ ოქტომბერს 72%-ით

მიხეილ სააკაშვილი არის იმ სავალალო მდგომარეობაში, რომელის მდგომარეობასაც საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს არ ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილზე სერიოზულ საუბარს არ აპირებს.

„მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს და შეუწყვიტეს უკრაინის მოქალაქეობა. მას არ მოუმართავს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის საქართველოს საინტერესო არ არის. ამის შემდეგ ამ ადამიანზე სერიოზულ საუბარს არ ვაპირებ. ის არის იმ სავალალო მდგომარეობაში, რომელის მდგომარეობასაც არც ერთ საქართველოს პრეზიდენტს არ ვუსურვებ. თქვენ თუ აქ გამოგგზავნეს, რომ წინმსწრებად მიიღოთ ინფორმაცია, ასე არ ხდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ თეა წულუკიანს კორექტულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „თქვენ ბიძინა რისთვის გამოგგზავნათ, ყველამ კარგად ვიცით”.

„თქვენს დასამარცხებლად, რაც მოვახერხე 2012 წლის პირველ ოქტომბერს 72%-ით“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

დეპუტატმა მინისტრს მიმართა, რომ ხალხი მათ აუცილებლად დაამარცხებს.

„​რა თქმა უნდა, არჩევნებში შევხვდებით ქალბატონო თინა”, – აღნიშნა წულუკიანმა.

დეპუტატმა მას სამარცხვინო იუსტიციის მინისტრი უწოდა.

“ამ გამოსვლის შემდეგ თქვენ ხართ სანაქებო დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. მე მესმის, რომ ჩემი პასუხები არ მოგწონთ, მოდით, საუბარში ნუ შემეჯიბრებით, ნუ ღელავთ და ნუ ყვირით”, – აღნიშნა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიგვინდა საჯარო სამსახურების ვაკანსიები ხელმისაწვდომი გავხადოთ უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეებისთვის, რათა მათ არ მოუწიოთ იქ დარჩენა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი- ბაკურ გულუა ზვიად ფოჩხუამ შეცვალა