თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს

region
: region მარტი 11, 2019 18:26

თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს

არ გადავმდგარვარ, მაგრამ თუ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელ თემას ეხება, მაშინ გვერდზე გავიწევი,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, ის მინისტრის პოსტს ტოვებს.

მინისტრის განმარტავს, რომ საქმე ეხება მისი უწყების შიგნით გადასაჭრელ საკითხს და ის ელოდება , იქნება თუ არა გაზიარებული მისი პოზიცია.

„პირველ რიგში, შემიძლია ვთქვა, რომ არ გადავმდგარვარ, თუმცა არის 4-5 დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია, მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას არ ეხება. ეს არის საკითხი, რომელიც ჩემს თვალში არის ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არცერთ წუთს და გვერდზე გავიწევი იმიტომ, რომ თანამდებობა არ არის ფასეულობა. ეს საკითხი არის წმინდად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელი თემა. ეს ეს ეხება რომელიმე რეფორმას ან პროცესს, მათ შორის, პარლამენტში მიმდინარეს. რაიმე ტრაგიკული არ ხდება. ვფიქრობ, ეს არის ჯანსაღი პროცესი და თუ მე ვნახე, რომ ის პოზიცია, რომელიც მე მაქვს, არ იქნება გაზიარებული, ვიტყვი რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებას. ჩემი წასვლის პროცესი დაწყებული არ არის:,- განაცხადა წულუკიანმა

region
: region მარტი 11, 2019 18:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,641
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics