წულუკიანი ,,თაიმერის” მასალაზე კომენტარს აკეთებს – ,,ჩემი ნათესავი თადუმაძე არ არის, მე ვარ მისი შვილის ნათლია”

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ,,თაიმერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას  გამოეხმაურა. მინისტრმა აღნიშნა რომ შალვა თადუმაძე მისი ნათესავი არ არის, თუმცა დაადასტურა რომ თადუმაძის შვილის ნათლიაა.

“ჩემი ნათესავი თადუმაძე არ არის. მე ვარ მისი შვილის ნათლია”- ეს განცხადება, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.

“ჩემი ნათესავი თადუმაძე არ არის. მე ვარ მისი შვილის ნათლია. მე ის გავიცანი პოლიტიკურ ბრძოლაში ბატონი შალვა 2012 წელ , როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო ჩვენ ვიყავით იურისტების ჯგუფი შემოკრებილი, რომლებმაც ქართულ ოცნებასთან ერთად ვიბრძოლეთ და დავამარცხეთ ნაციონალური მოძრაობა. 1 ოქტომბერს ამ ჯგუფში იყო ბატონ არჩილ კბილაშვილი, შალვა თადუმაძე, თქვენი მონამორჩილი, ბატონი ზაქრო ქუცნაშვილი ბატონი ალექსანდრე ბარამიძე, ეს იყო საკმაოდ შთამბეჭდავი ჯგუფი იურისტებისა და ასე შედგა ჩვენი ნაცნობობა,”-განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

აქვე გთავაზობთ ,,თაიმერის” მიერ გავრცელებულ სტატიას წულუკიანი თადუმაძის ნათესაური კავშირის შესახებ http://www.timer.ge/skandali-mthavari-prokuroris-postze-tsulukianis-nathlulis-mama-gahkhavth/

banner
წინა სტატიაშიხაიშში ალტერნატიული გზის მშენებლობა მიმდინარეობს + ვიდეო
შემდეგი სტატიააქცია ბათუმში – ე.წ. ტრაილერის მძღოლები თურქეთში შესვლის ნებართვას ითხოვენ