თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, პრეცედენტულია და მომავალშიც დაგვეხმარება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრების დაუშვებლად გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა:

„სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაუშვებლად გამოცხადდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, რომ სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტული სასამართლოა და ის თავის პრეცედენტს ეყრდნობა, როდესაც ახალშემოსულ საქმეს იხილავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები ჩვენ მომავალშიც დაგვეხმარება, რომ სიმართლემ იზეიმოს. სიმართლე არის ის, რომ ამ ომის დროს ქართველთა ეთნიკური წმენდა ჩატარდა და არა პირიქით, და რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ფაქტებით დავამტკიცოთ, თუ რა მოხდა აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე, როდესაც ქართული სოფლები დაიცალა და ჩვენ მივიღეთ უფრო მეტი დევნილი; როდესაც ჩვენი ტყვეები შეიპყრეს, აწამეს და არაერთი მათგანი მოკლეს. ამიტომაც ეს, რა თქმა უნდა, არის კარგი ამბავი“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში,,ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა ქვეყნისთვის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის რანგში”
შემდეგი სტატიამეტროსადგურ „სადგური მოედანი 3“-ის ჩასასვლელის ​ერთი მხარე 15 დეკემბრიდან 15 მარტამდე გადაიკეტება