თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერად ცნო

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და აცხადებს, სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერად ცნო. ” სტრასბურგის სასამართლომ შავით თეთრზე თქვა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც დაიწყო 2013 წლის მაისში და დასრულდა 2014 წლის თებერვალში, ანუ ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ, არის კანონიერი. აქედან გამომდინარე, ეს იყო ჩვენთვის თავარი და ეს მიღწეულია. ასევე სასამართლომ თქვა, რომ პირველი ორი გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის შესახებ, ქართველმა მოსამართლეებმა დასაბუთებულად გამოიტანეს. რაც შეეხება დარღვევებს, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ერთ-ერთი გადაწყვეტილება 2013 წლის სექტემბრისა, რომელიც ქართველმა მოსამართლემ ზეპირად, ერთი ფრაზით გამოიტანა, წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე უარის შესახებ, იყო არასაკმარისად დასაბუთებულიო და ეს ჩაითვალა დარღვევად. სტრასბურგის სასამართლომ ასევე თქვა, რომ მერაბიშვილის მიერ მოყოლილი ინციდენტი, რომ თითქოსდა ის 2014 წლის დეკემბერში მიიყვანეს დარბაისელთან და ფარცხალაძესთან, ეს ინციდეტი არ იყო გამოძიებულიო და ამიტომ, ალბათო, არის მე-18 მუხლის დარღვევა, ალბათ იმიტომ, რომ შეიძლება, სხვა მიზნებიც ჰქონოდა მის წინასწარ პატიმრობაში ყოფნას. რაც შეეხება იმ დარღვევას რაც დადგა, ამაზე მე იმედი მაქვს რომ პროკურატურა გამოძიებას ჩაატარებს, გამოძიების შედეგები გეცნობებათ ყველას. ჩვენ გვევალება, რომ ჩვენ ქართველ მოსამართლეებს ვასწავლოთ როგორ დაასაბუთონ გადაწყვტილებები როცა ამბობენ, რომ გირაოს ვერ შეუფარდებს, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად. ეს არის ტრეინინგის მუდმივი პროცესი, ეს ჩვენ გვევალება. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რომ მომავალში პატიმრებს არ დაუდგეთ იგივე ტიპის დარღვევა. ივანე მერაბიშვილისთვის ეს არის წარსულის დარღვევები, რომელიც მის ამჟამინდელ სამართლებრივ მდგომარეობაზე ვერ იქონიებს ვერანაირ გავლენას”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიშს სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებას აგრძელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ–მინისტრი გერმანიას ეწვევა