თეა წულუკიანი : სასჯელაღსრულების სისტემაში საკადრო ცვლილებებს არ ვგეგმავ, მინდა, ვნახოთ ერთმანეთის მუშაობა

განცხადება გახარიამ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გააკეთა – ეს განცხადება, საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა გააკეთა.
უწყებაში არსებულ ვითარებაზე წულუკიანმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა.
„მინდა, ორიოდე სიტყვა ვუთხრა სასჯელაღსრულების სისტემაში საჯარო მოხელეებს, მე არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს, ვგეგმავ, მათ ნახონ, მე როგორ ვმუშაობ, მაქვს სურვილი ვნახო, ისინი როგორ მუშაობენ. ვფიქრობ, ეს იქნება ის გუნდი, რომელიც შეძლებს, დაწყებული რეფორმები, რაც არაერთმა მინისტრმა ურთულეს პირობებში განახორციელა და ევროპულ დონეზე აიყვანა, ეს კიდევ უფრო მყარი შედეგები გახდეს, რათა მემკვიდრეობა იყოს კიდევ უფრო საამაყო, როდესაც ჩვენ 2020 წელს კიდევ ერთხელ ამომრჩევლის წინაშე კიდევ ერთხელ წარვდგებით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში13 ათას პოლიციელს გავუზარდეთ ხელფასი, თუმცა ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და უახლოეს პერიოდში გაგრძელდება ხელფასების ზრდა – გახარია
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი : თეა წულუკიანთან ერთად ნებისმიერ შავ პიარს გავუძლებ